—

ძლიერი შტორმის შემოტევის შემდეგ მეტეოროლოგები დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებენ

73
ძლიერი შტორმის შემოტევის შემდეგ მეტეოროლოგები დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებენ
მოსასმენად დააჭირეთ

შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი შტორმის შემდეგ სრულიად საქართველოში მალე გამოიდარებს, და უნალექო ამინდი 5 დეკემბრამდე გაგრძელდება ასეთ დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს გარემოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს…

შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი შტორმის შემდეგ სრულიად საქართველოში მალე გამოიდარებს, და უნალექო ამინდი 5 დეკემბრამდე გაგრძელდება ასეთ დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს გარემოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

„29 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ტემპერატურა მოიმატებს, დათბება უფრო დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთში ღამით ტემპერატურა პირიქით დაიკლებს. აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც, მათ შორის თბილისშიც ღამით -1 გრადუსამდე არის ტემპერატურა მოსალოდნელი.

30 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ოღონდ არა ისეთი მასშტაბური, როგორც დაფიქსირდა ახლახან. მაღალ მთაში კი ისევ თოვლი მოვა. 1-ელიდან 5 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი და კიდევ უფრო მოიმატებს ტემპერატურა.

როდის გამოიდარებს, ვერ გეტყვით მაგრამ აქ, როგორც მეტეოროლოგები ლაპარაკობენ, იყო ციკლონი, დიდი ტალღები იყოდა, შტორმი იყო. ამიტომაც მოხდა ასეთი დატბორვები მთელ სანაპიროზე. ეს მოსალოდნელი იყო, რადგან კლიმატის ცვლილებების ფონზე ამინდი აპროგნოზირებადი ხდება.

რამ გამოიწვია ეს შტორმი, ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ეს გლობალური კლიმატის ცვლილებაა და ბუნებრივი მოვლენაა. უბრალოდ ამ პერიოდისთვის შტორმები დამახასიათებელია, მაგრამ ეს ძალიან ძლიერი იყო. კლიმატის ცვლილება არაპროგნოზირებად მეტეო პირობებს გვთავაზობს და ზოგადად ამინდი ძალიან სწრაფად იცვლება, არაპროგნოზირებადი ხდება", - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →