—

ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ჩავა

75
ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ჩავა
მოსასმენად დააჭირეთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში გაემგზავრება, რათა ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომას დაესწროს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართება. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის…

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში გაემგზავრება, რათა ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომას დაესწროს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართება. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ბრიუსელში 27-29 ჩავა.

„სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2023 წლის 27-29 ნოემბერს გაემგზავრება ბრიუსელში, ბელგიაში, რათა დაესწროს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, მათ შორის ნატო-უკრაინის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ შეხვედრას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მდივანი ბლინკენი ხაზს გაუსვამს ნატოს მტკიცე ვალდებულებას უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, დასავლეთ ბალკანეთში დემოკრატიისა და რეგიონული სტაბილურობის მხარდაჭერას და განიხილავს 2024 წლის ივლისში ვაშინგტონის სამიტის პრიორიტეტებს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →