—

რელიგიის სააგენტოს დელეგაცია ბელაქანში ქართველ მუსლიმებს შეხვდა

40
რელიგიის სააგენტოს დელეგაცია ბელაქანში ქართველ მუსლიმებს შეხვდა
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბელაქანის რაიონის სოფელ ითითალაში რელიგიის სააგენტოს დელეგაციამ ჯუმა მეჩეთი მოინახულა, სადაც ქართველ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო…

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბელაქანის რაიონის სოფელ ითითალაში რელიგიის სააგენტოს დელეგაციამ ჯუმა მეჩეთი მოინახულა, სადაც ქართველ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ესაუბრა მეჩეთის იმამს, ჰაჯი მუჰამედ ალიევს. მეჩეთში მყოფთ ზაზა ვაშაყმაძე ესაუბრა საქართველოში არსებული ტოლერანტული გარემოს თაობაზე და იმ მხარდაჭერასა და ფინანსურ დახმარებაზე, რასაც ქართული სახელმწიფო საქართველოს მოქალაქე მუსლიმების მიმართ იჩენს.

„მეჩეთში შეკრებილ მუსლიმ მრევლს ქართულ ენაზე გამოცემული ყურანი, ქრისტიან მრევლს კი ბიბლია დაურიგეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბელაქანის რაიონის გამგებელი, ისლამ რზაევი, სოფლის რწმუნებული, გერმან ბალაევი და სკოლის დირექტორი, მამედ მუსტაფაევი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →