—

მედია: საფრანგეთში დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე, რომლებმაც პუშკინის იშვიათი გამოცემები მოიპარეს

59
მედია: საფრანგეთში დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე, რომლებმაც პუშკინის იშვიათი გამოცემები მოიპარეს
მოსასმენად დააჭირეთ

გამოცემა Journal du Dimanche-ის ინფორმაციით, საფრანგეთში დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე (ორი ქალი და ერთი კაცი), რომელთაც ბრალად ბიბლიოთეკიდან ალექსანდრ პუშკინის იშვიათი გამოცემების ქურდობა ედებათ. ინფორმაცია JDD-ს…

გამოცემა Journal du Dimanche-ისინფორმაციით, საფრანგეთში დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე (ორი ქალი და ერთი კაცი), რომელთაც ბრალად ბიბლიოთეკიდან ალექსანდრ პუშკინის იშვიათი გამოცემების ქურდობა ედებათ. ინფორმაცია JDD-ს პარიზის პროკურატურამ დაუდასტურა.

როგორც გამოცემა წერს, ისინი პარიზის გარეუბანში, ხელოვნების ნიმუშებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალურ ბიუროში (OCBC) იმყოფებიან.

გამოცემა ასევე წერს, რომ რუსი პოეტის ნაწარმოებები ბოლო დროს ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია. პირველი ქურდობა ივლისში, ლიონის ბიბლიოთეკაში მოხდა, სადაც ვიზიტორმა ორიგინალი ასლითშეცვალა. ოქტომბრის დასაწყისში კი ორი სამართალდამრღვევი პარიზის ენებისა და ცივილიზაციების ეროვნულ ინსტიტუტში შეიჭრა, ათამდე ხელნაწერი გაიტაცა და მიიმალა. საუბარია ან გამოცემების შავ ბაზარზე კოლექციონერებისთვისგადაყიდვაზე, ან ევროპაში არსებული რუსული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის რუსეთში დაბრუნებაზე

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →