—

ჯონ კირბი აცხადებს, რომ შეთანხმების თანახმად „ჰამასი“ 50 მძევალს - ბავშვებსა და ქალებს გაათავისუფლებს

79
ჯონ კირბი აცხადებს, რომ შეთანხმების თანახმად „ჰამასი“  50 მძევალს - ბავშვებსა და ქალებს გაათავისუფლებს
მოსასმენად დააჭირეთ

მიღწეული შეთანხმების თანახმად „ჰამასი“ 50 მძევალ ბავშვსა და ქალს გაათავისუფლებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.

მიღწეული შეთანხმების თანახმად „ჰამასი“ 50 მძევალ ბავშვსა და ქალს გაათავისუფლებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.

“პრეზიდენტ ბაიდენის პირადი ლიდერობისა და ჩართულობის წყალობით ისრაელსა და "ჰამასს" შორის შეთანხმება შედგა "ჰამასის" მიერ აყვანილი 50 მძევლის გათავისუფლების შესახებ - ქალები და ბავშვები…

დაახლოებით ხვალიდან ვნახავთ თუ როგორ ერთიანდებიან თავიანთ ოჯახებთან.

ეს შეთანხმება ასევე ბრძოლაში პაუზის შექმნას მისცემს შესაძლებლობას დაახლოებით ოთხი დღის განმავლობაში, შეიძლება მეტ ხანსაც, ვნახავთ; და ასევე ძალიან საჭირო ჰუმანიტარული დახმარების შესვლას - საჭმელს, წყალს, მედიკამენტებს, და საწვავს ღაზას მოსახლეობისთვის, რომელიც ამას ძალიან საჭიროებს…

არ მოვისვენებთ, სანამ ყველა მძევალი თავის ოჯახს არ დაუბრუნდება. ასე რომ, კიდევ ბევრი სამუშაოა, მაგრამ დღეს კარგი დღეა”, - განაცხადა კირბიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ ისრაელის მხარდაჭერას გააგრძელებს, რათა დარწმუნდეს, რომ მას ინსტრუმენტები და შესაძლებლობები აქვს "ჰამასის" დასამარცხებლად.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →