—

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: არჩევნებზე ისინი მიიღებენ შესაბამის შედეგს - არავითარი გაერთიანება არ უშველით

26
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: არჩევნებზე ისინი მიიღებენ შესაბამის შედეგს - არავითარი გაერთიანება არ უშველით
მოსასმენად დააჭირეთ

თუ ერთ და ორ პროცენტიანი პარტიები _ („ლელო“, გახარია ა.შ.) გაერთიანებაზე იფიქრებენ ეს მათთვის უკეთესი იქნება - ბარიერთან დაკავშირებით სპეკულაციები დაამთავრონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ…

თუ ერთ და ორ პროცენტიანი პარტიები _ („ლელო“, გახარია ა.შ.) გაერთიანებაზე იფიქრებენ ეს მათთვის უკეთესი იქნება - ბარიერთან დაკავშირებით სპეკულაციები დაამთავრონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„იციან საკუთარი რეიტინგები, გაერთიანდნენ და ასე იზრუნონ ბარიერის გადალახვაზე. მე მგონია, რომ ოპოზიცია დისკრედიტირებულია. საზოგადოებამ დაინახა როგორ ეწეოდა ოპოზიცია ამ ქვეყანაში ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო მეორე ფრონტის გახსნაზე. საზოგადოებამ ეს ყველაფერი დაინახა და არჩევნებზე ისინი მიიღებენ შესაბამის შედეგს - არავითარი გაერთიანება მათ არ უშველით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მმართველ გუნდში საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხს, ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურად გაცოცხლებულ თემას უწოდებენ. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ, რადიკალები რევოლუციური გეგმების გარეშე დარჩნენ და ახლა საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხით, სპეკულაციების მოწყობას ცდილობენ

İmedi

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →