—

მოინახულეთ ულამაზესი იზმირი და მისი ღირსშესანიშნაობები

564
მოინახულეთ ულამაზესი იზმირი და მისი ღირსშესანიშნაობები
მოსასმენად დააჭირეთ

შემოდგომაა, ზღვის სეზონი დასრულებულია, თუმცა თურქეთი ამ დროსაც განაგრძობს ტურისტების გაოცებას და სიამოვნებას საკუთარი ადგილების მეშვეობით. დღეს მინდა ქალაქ იზმირზე გესაუბროთ, რომელიც ერთ-ერთი უძველესი ქალაქია თურქეთის.

იგი ძველ დროში ბერძნებმა დაარსეს, შემდეგ რომაელებმა დაიპყრეს და ბოლოს, ისევ ალექსანდრე დიდმა აღადგინა.  საბოლოოდ ეს ლამაზი ქალაქი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა და შთამომავლიბას უამრავი ღირსშესანიშნაობაც შემოუნახა.

იგი მდებარეობს ეგეოსის სანაპიროზე. აქ  განთავსებულია დიდი საზღვაო პორტი. იზმირი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული პუნქტია თურქეთში და მისი მოსახლეობა 4 მილიონზე მეტს ითვლის. კლიმატი ზაფხულში ზომიერად თბილი და ნოტიოა, ხოლო ზამთარში კი საკმაოდ გრილი. აქ ტურისტების დიდი ნაკადი მოდის ივლისში, აგვისტოში და შემოდგომაზეც არანაკლებ. ისე როგორც სხვა დიდ ქალაქებში იზმირშიც არის ტურისტებისთვის დასათვალიერებელი  და მიმზიდველი ადგილები.

იზმირის ღირშესანიშნავი ადგილებია:

აგორა სმირნი – ჩ.წ.ა. მე-2 საუკუნეში აშენებული ბაზრის ნანგრევები

კადიფეკალეს ციხე-სიმაგრე – გაშენებულია ალექსანდრე მაკედონელის მმართველობის პერიოდში

კონაკის მოედანი – აქ შემონახულია ოსმალეთის იმპერიის დროინდელი შენობა-ნაგებობები

ქემერალდის ბაზარი – ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრია მტელს თურქეთში. აქ მდებარეობს იზმირში ყველაზე უძველესი მეჩეთი „ხისარი“

იზმირის მუზეუმები – აქ შეგიძლიათ მოინახულოთ ათათურქის მუზეუმი, ეთნოგრაფიული მუზეუმი, არქეოლოგიური მუზეუმი, სახვითი ხელოვნების მუზეუმი ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმი

იზმირის კულტური პარკი – საუკეთესო ადგილია წყნარი და კულტურული დასვენებისათვის.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →