—

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთს უპასუხა: \"ჩვენ მზად ვართ შეხვედრისთვის საზღვარზე და პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის\"

155
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთს უპასუხა: \"ჩვენ მზად ვართ შეხვედრისთვის საზღვარზე და პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის\"
მოსასმენად დააჭირეთ

"ის ფაქტი, რომ სომხეთს აზერბაიჯანის წინადადებებზე პასუხის გაცემა სამშვიდობო შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით დაახლოებით 2 და ნახევარი თვე დასჭირდა, პროცესი სერიოზულად შეაფერხა."

"ის ფაქტი, რომ სომხეთს აზერბაიჯანის წინადადებებზე პასუხის გაცემა სამშვიდობო შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით დაახლოებით 2 და ნახევარი თვე დასჭირდა, პროცესი სერიოზულად შეაფერხა."

InterPress.ge Repor" ზე დაყრდნობით, წერს , რომ ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში სომხეთისადმი სამშვიდობო ხელშეკრულების დადების მოლაპარაკებების განახლების მოწოდებასთან დაკავშირებით.

აღინიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ეს სტაგნაცია არ უწყობს ხელს რეგიონის სტაბილურობასა და კეთილდღეობას.

"აზერბაიჯანი მზად არის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის სომხეთთან ორმხრივ ბაზაზე, რათა სამშვიდობო შეთანხმება რაც შეიძლება მალე დაიდოს. მიგვაჩნია, რომ ორმა ქვეყანამ ერთად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება სამომავლო ურთიერთობებზე."

„ორი ქვეყანა პასუხისმგებელია სამშვიდობო პროცესის გაგრძელებაზე, მათ შორის, ორმხრივად მისაღები ადგილის არჩევაზე ან სახელმწიფო საზღვარზე შეხვედრის შესახებ. მოვუწოდებთ სომხურ მხარეს არ დაუშვას ახალი ზედმეტი შეფერხებები და ვიმედოვნებთ, რომ ისინი დადებითად გამოეხმაურებიან. ამ მოწოდებას, რათა მოლაპარაკებები მალე დაიწყოს“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →