—

პაველ ჰერჩინსკი - სააკაშვილის თუ სხვების შეწყალების ან არშეწყალების გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ხელშია

36
პაველ ჰერჩინსკი - სააკაშვილის თუ სხვების შეწყალების ან არშეწყალების გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ხელშია
მოსასმენად დააჭირეთ

სააკაშვილის თუ სხვების შეწყალების ან არშეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ხელშია. მე არაფრის თქმა არ შემიძლია ამასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ…

სააკაშვილის თუ სხვების შეწყალების ან არშეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ხელშია. მე არაფრის თქმა არ შემიძლია ამასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის გადასაწყვეტია, გამოიყენებს თუ არა თავის კონსტიტუციურ უფლებას.

„ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა. აბსოლუტურად მისი გადასაწყვეტია, გამოიყენებს თუ არ გამოიყენებს ამ უფლებას“, – განაცხადა ჰერჩისკიმ.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში პოლიტიკური სპექტრის დეპოლარიზაციას.

„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 27 წევრი ქვეყნის მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. იმედი მაქვს, პოზიტიური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება 15 დეკემბერს, ხელს შეუწყობს პოლიტიკური სპექტრის დეპოლარიზაციას. ევროკავშირის მხრიდან ეს ძალიან ძლიერი სიგნალი იქნება, რომ კარები ევროკავშირის წევრობისთვის ღიაა საქართველოსთვის და საქართველოს ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა ისარგებლოს ამით, რათა სწრაფად წავიდეს წინ საჭირო რეფორმების გასატარებლად. არსებობს სახელმძღვანელო ახლად გამოვლენილი ცხრა ნაბიჯის სახით. ვიმედოვნებთ, რომ წინსვლა რაც შეიძლება მალე იქნება არჩევნებამდე. არ უნდა დაველოდოთ არჩევნებს. საჭიროა. რაც შეიძლება სწრაფად დაუახლოვდეთ ევროკავშირს, რათა გამოიყენოთ კანდიდატის სტატუსის ბენეფიტები, რათა შემდეგ ნაბიჯებზე გადავიდეთ და პროცესი დავაჩქაროთ. ჩვენ შეგვეძლება, აღვნიშნოთ არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი, არამედ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა, სხვადასხვა თავების დახურვა და შემდეგ საქართველოს სრულუფლებიანი გაწევრიანება ევროკავშირში“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →