—

აზერბაიჯანის ლიდერმა სომხეთი გააფრთხილა: "შედეგი იგივე იქნება"

139
აზერბაიჯანის ლიდერმა სომხეთი გააფრთხილა: "შედეგი იგივე იქნება"
მოსასმენად დააჭირეთ

სომხეთის შეიარაღებით, რომლითაც საფრანგეთი ამაყობს და საჯაროდ აცხადებს, ის არ დაეხმარება სომხეთს, თუ ის გადაწყვეტს ახალი ომის დაწყებას. შედეგი იგივე იქნება.

ამის შესახებ InterPress.ge „რეპორტ' ს დაყრტნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ეს მოსაზრება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 20 ნოემბერს ბაქოში ერაყის პრეზიდენტთან აბდულატიფ ჯამალ რაშიდთან ერთად გამართულ პრესაში გამოთქვა.

„საფრანგეთი ძალიან დესტრუქციულ როლს თამაშობს სამხრეთ კავკასიაში. ფაქტობრივად, ახლა სომხეთი საფრანგეთის მთავრობის მარიონეტად იქცა და ეს შეიძლება სერიოზული საფრთხე იყოს რეგიონული სტაბილურობისთვის. ჩვენ არ გვჭირდება ომი. ჩვენ ვიბრძოდით ჩვენს ტერიტორიაზე და დავამყარეთ სამართლიანობა და საერთაშორისო სამართალი. თუმცა სომხეთის ხელისუფლება და პოლიტიკური ისტებლიშმენტი შურისძიებაზე ფიქრობს. საფრანგეთის ხელისუფლების ცრუ გზავნილები, ფაქტობრივად, ქმნის ილუზიას სომხეთის მთავრობაში და, შესაძლოა, საზოგადოებრივ აზრში, რომ მათ შეუძლიათ მორიგი სამხედრო აგრესია დაიწყოს აზერბაიჯანის წინააღმდეგ. სომხეთის შეიარაღებით, რომლითაც საფრანგეთი ამაყობს და საჯაროდ აცხადებს, ის არ დაეხმარება სომხეთს, თუ ის გადაწყვეტს ახალი ომის დაწყებას. შედეგი იგივე იქნება. მათ არავინ დაეხმარება. დაეხმარა მათ საფრანგეთი სამი წლის წინ? არა. დაეხმარა მათ ორი თვის წინ? არა. რისი გაკეთება შეუძლიათ მათ აქ? არაფერი."

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაც უფრო მალე მივიღებთ პასუხს სომხეთისგან ჩვენს შენიშვნებთან დაკავშირებით, მით უკეთესი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →