—

ოფიციალურმა ბაქომ ერევანს მშვიდობისკენ მოუწოდა

120
ოფიციალურმა ბაქომ ერევანს მშვიდობისკენ მოუწოდა
მოსასმენად დააჭირეთ

„დასავლეთ აზერბაიჯანის თემის“ წარმომადგენლების სამშობლოში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების სურვილის სომხეთის წინააღმდეგ „აგრესიისთვის მზადებად“ აღქმა და მათი პროპაგანდა ამ მიმართულებით სრულიად უსაფუძვლოა" - ამის…

„დასავლეთ აზერბაიჯანის თემის“ წარმომადგენლების სამშობლოში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების სურვილის სომხეთის წინააღმდეგ „აგრესიისთვის მზადებად“ აღქმა და მათი პროპაგანდა ამ მიმართულებით სრულიად უსაფუძვლოა" - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა აიხან ჰაჯიზადემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პასუხის კომენტირებისას განაცხადა.

„მოვუწოდებთ სომხურ მხარეს, რომელიც აგრძელებს აგრესიულ ცილისმწამებლურ რიტორიკას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმების გამოყენებით, შეწყვიტოს განცხადებები, რომლებიც ზიანს აყენებს მშვიდობის პერსპექტივას და გამოიყენოს შექმნილი ისტორიული შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიის რეგიონის სიმშვიდის და თანამშრომლობის ადგილად გადაქცევისთვის.

ვიმედოვნებთ, რომ სომხეთი ადეკვატურ პასუხს გასცემს აზერბაიჯანის მოწოდებებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისა და სამშვიდობო ხელშეკრულების მალე ხელმოწერის შესახებ“, - აღნიშნა მან.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →