—

დმანისში, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

80
დმანისში, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
მოსასმენად დააჭირეთ

დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ არასრულწლოვანს რუსთავის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს, თუმცა კონკრეტულად რა თქვა პროცესზე უცნობია, ვინაიდან სხდომა დახურული. მისი ადვოკატი ამტკიცებს, რომ ბრალდებული თავდაცვის ფარგლებში მოქმედებდა და სხდომაზე მის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

"მას არ ჰქონდა იარაღი. შემთხვევის ადგილზე ცემის დროს, როდესაც წაიქცა, მიწაზე ხელში რაც მოხვდა, თავდაცვის მიზნით აიღო რაღაც საგანი, რითაც მიაყენა დაზიანება გარდაცვლილს," - ამბობს ადვოკატი და აღნიშნავს, რომ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ დანაშაული ერთმა პირმა ჩაიდინა და მას თანამონაწილეები არ ჰყოლია. პროკურორის თქმით, საქმეში დევს 3 თვითმხილველი მოწმის ჩვენება, რომლებიც გამშველებლები იყვნენ. როგორც პროკურორი ამბობს, მათი ჩვენებებით დასტურდება, რომ ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში არ მოქმედებდა.

შეგახსენებთ, რომ დმანისში მკვლელობა 15 ნოემბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 15 წლის არასრულწლოვანმა თანასოფლელი, 18 წლის ბიჭი ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ის ადგილზე დაიღუპა.

სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი 16 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →