—

სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილზე - თუ კონსილიუმის გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება, რომ მისი გადაყვანა არ შეიძლება, ჩვენ ამას საზოგადოებას წარვუდგენთ

41
სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილზე - თუ კონსილიუმის გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება, რომ მისი გადაყვანა არ შეიძლება, ჩვენ ამას საზოგადოებას წარვუდგენთ
მოსასმენად დააჭირეთ

თუ კონსილიუმის გადაწყვეტილება იქნება უარყოფითი, რომ მისი გადაყვანა არ შეიძლება, ჩვენ ამას წარვუდგენთ საზოგადოებას, ისევე, როგორც საპირისპირო გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა…

თუ კონსილიუმის გადაწყვეტილება იქნება უარყოფითი, რომ მისი გადაყვანა არ შეიძლება, ჩვენ ამას წარვუდგენთ საზოგადოებას, ისევე, როგორც საპირისპირო გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად მის საკანში გადაყვანასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის მოადგილე პერიოდულად, პირადად ეცნობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

„თქვენ იცით, რომ სახალხო დამცველთან არსებობს ექიმების კონსილიუმი, რომელიც პერიოდულად მიხეილ სააკაშვილთან შედის და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობა. გარდა ამისა, პერიოდულად მასთან შედის ჩემი მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი და ეცნობა ვითარებას „ვივამედში“. ამავდროულად, ჩვენ რეგულარულად ვითხოვთ დოკუმენტაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელსაც ასევე ვუგზავნით ექიმებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ არ გვაქვს ის სპეციალური ცოდნა, რომელსაც შეიძლება ჩვენი მოსაზრებები დავაყრდნოთ. ამასთან დაკავშირებით, თუ კონსილიუმის გადაწყვეტილება იქნება უარყოფითი, რომ მისი გადაყვანა არ შეიძლება, ჩვენ ამას წარვუდგენთ საზოგადოებას, ისევე როგორც საპირისპირო გადაწყვეტილებას”, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

İpn

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →