—

სალომე ზურაბიშვილი - რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანი გაკეთებულია მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც საქართველო არსებობს

69
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანი გაკეთებულია მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც საქართველო არსებობს
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანი გაკეთებულია მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც საქართველო არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას…

რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანი გაკეთებულია მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც საქართველო არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთი და ევროკავშირი. არჩევანი გაკეთებულია მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც საქართველო არსებობს, მაგრამ ის ნათლად გაკეთდა 1991 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ და ეს მუდმივი არჩევანი იყო.

როდესაც ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაცია გასცა, მეორე დღეს გამოკითხვა იყო, რომელმაც ევროკავშირის მხარდაჭერის არა ჩვეულებრივი 80%, არამედ 85% აჩვენა.

არ ვიცი, შესაძლოა ამაზე მაღლაც შეგვიძლია. მაგრამ რაც უფრო საინტერესოა, 75% მხარს უჭერს ევროკავშირს უსაფრთხოების გამო და ეს უფრო ნათელი გახდა, ვინაიდან წინა დღით ადრე რუსეთმა, როგორც დიდი ხნის განმავლობაში ჩვევა აქვს, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთი ჩვენი მოქალაქე მოკლა და მეორე მძევლად აიყვანა. ეს ისეთი რამეა, რაც პერიოდულად ხდება. აფხაზეთის აეროპორტი აიღეს და შავი ზღვის ერთ-ერთი პორტის თავისი შავი ზღვის ფლოტისთვის სამხედრო ბაზად გარდაქმნის პროცესში არიან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →