—

9 თვეში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 5 920 ადამიანი გახდა, ძალადობის მსხვერპლი 525 ქალი გახდა | შსს

47
9 თვეში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 5 920 ადამიანი გახდა, ძალადობის მსხვერპლი 525 ქალი გახდა | შსს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში ოჯახში და ქალზე ძალადობის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს, რომელიც 2023 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდს მოიცავს.

შსს-ს ცნობით, საქართველოში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 9 თვეში 5 920 ადამიანი გახდა - მათგან 4 977 ქალია, ხოლო 943 კაცი. რაც შეეხება გამოვლენილ მოძალადეებს, 4 785 გამოვლენილი მოძალადე მამრობითი სქესისაა, ხოლო 867 მდედრობითი სქესის. 

სტატისტიკის მიხედვით, საკვლევ პერიოდში, ოჯახში ფიზიკური ძალადობის 1 764 შემთხვევა დაფიქსირდა, ფსიქოლოგიური ძალადობის 6 059, ეკონომიკური ძალადობის 76 შემთხვევა, სექსუალური ძალადობის 26, იძულების - 64, ხოლო უგულებელყოფის 44 შემთხვევა დაფიქსირდა.

რაც შეეხება ქალზე ძალადობას, როგორც შსს-ს სტატისტიკიდან ირკვევა, 2023 წლის 9 თვეში, ძალადობის მსხვერპლი 525 ქალი გახდა. საკვლევ პერიოდში ფიზიკური ძალადობის 94 შემთხვევა დაფიქსირდა, ფსიქოლოგიურის - 940, ეკონომიკურის 1, სექსუალურის 15 და იძულების - 15 შემთხვევა აღირიცხა.

გამოვლენილ შემთხვევებში, 505 მოძალადე კაცია, 29 კი ქალი. საკვლევ პერიოდში შსს-მ 573 შემაკავებელი ორდერი გამოსცა. 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →