—

ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში, ის ვერასდროს ვეღარ შეგვიცვლის დღის წესრიგს - სალომე ზურაბიშვილი

46
ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში, ის ვერასდროს ვეღარ შეგვიცვლის დღის წესრიგს - სალომე ზურაბიშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე 8 ნოემბერს, 8 საათზე შეკრება დააანონსა.

მისი განცხადებით, ეს იქნება ხმა ევროპისთვის.

მისი თქმით, 8 ნოემბერს დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ.

„ჩვენ ხვალ შევიკრიბებით, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში, და ჩვენ გვექნება დიდი გზავნილი ევროპისკენ. ევროპას ვეტყვით და გავაგზავნით ევროპაში ჩვენ ხმას, შენ ხმას, ყველა ინდივიდუალურად და ყველანი ერთად, და აქ ყველანი უნდა ვიყოთ, ვიდგეთ.

არ იქნება კონცერტი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ შევიკრიბებით და დავიწყებთ როგორც ვაპირებდით ხელმოწერების კამპანიას, რამე თუ რუსეთი, ვერასოდეს აწი ვეღარ შეგვიცვლის ჩვენ დღის წესრიგს. ეს არის ჩვენი წარსულიდან მაგალითი, რომელიც მოგვყვება, რომ არასოდეს საქართველომ თავისი გზა არ შეცვალა და ჩვენ ამ გზას არ შევცვლით, ეს არის ნება საქართველოს ხალხისა და ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ყველა გატაცებულ ადამიანზე, დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ძალიან მძიმე ბედზე, ჩვენი პასუხი არის, რომ ჩვენ შევალთ ევროპაში და იქ გვექნება ჩვენ ის, რაც საქართველოს ეკუთვნის, იმ ევროპულ ოჯახში ერთად ყოფნის და მშვიდობიანად ყოფნის მომავალი“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

Pia

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →