—

ლაგოდეხში კაცს ქალის ტანსაცმლის ჩაცმა აიძულეს და სოფლის ქუჩებში გაატარეს | დაკავებულია 3 პირი

147
ლაგოდეხში კაცს ქალის ტანსაცმლის ჩაცმა აიძულეს და სოფლის ქუჩებში გაატარეს | დაკავებულია 3 პირი
მოსასმენად დააჭირეთ

ლაგოდეხში კაცს ქალის ტანსაცმლის ჩაცმა აიძულეს და სოფლის ქუჩებში გაატარეს - პროკურატურის ინფორმაციით, ფაქტზე 3 პირი უკვე დაკავებულია. საგამოძიებო უწყებამ კი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი დამამცირებელი მოპყრობის…

ლაგოდეხში კაცს ქალის ტანსაცმლის ჩაცმა აიძულეს და სოფლის ქუჩებში გაატარეს - პროკურატურის ინფორმაციით, ფაქტზე 3 პირი უკვე დაკავებულია. საგამოძიებო უწყებამ კი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. 

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ოქტომბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბრალდებულებმა იმ მოტივით, რომ დაზარალებულმა მათი შეფასებით სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა, მისთვის დამამცირებელი ქმედების განხორციელება, ქალის ტანსაცმლის ჩაცმა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. 

პროკურატურის ცნობითვე, ფსიქიკური იძულების შედეგად, დაზარალებულმა მათი მოთხოვნა შეასრულა, რის შემდგომაც ბრალდებულებმა ის სოფლის ქუჩებში გაატარეს, რითაც პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენეს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულები 1 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (დამამცირებელი მოპყრობა, ესე იგი პირის დამცირება და იძულება, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - წერია უწყების განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების მხილების მიზნით

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →