—

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - პალესტინაში უპრეცედენტო ადამიანური ტრაგედია ხდება

50
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - პალესტინაში უპრეცედენტო ადამიანური ტრაგედია ხდება
მოსასმენად დააჭირეთ

თურქეთი პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოგვარებისთვის უსაფრთხოების ახალ მექანიზმზე მუშაობს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასტანაში, თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის…

თურქეთი პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოგვარებისთვის უსაფრთხოების ახალ მექანიზმზე მუშაობს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასტანაში, თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი კულტურა ჩაგრულთა პულსზე ხელის დადებას გვირჩევს. პალესტინაში უპრეცედენტო ადამიანური ტრაგედია ხდება, იბომბება საავადმყოფოები და სკოლები“, - აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, სიტყვებით შეუძლებელია ღაზაში ჩადენილი სისასტიკის აღწერა.

„არ არსებობს შესატყვისი სიტყვა, რომელიც ამ სისასტიკეს აღწერს. 28 დღეა მიმდინარეობს დანაშაულის ჩადენა კაცობრიობის წინააღმდეგ. თურქეთმა დაიკავა პრინციპული პოზიცია, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ არანაირ ქმედებებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ ვმუშაობთ ახალ მექანიზმებზე, რათა უზრუნველვყოთ ყველას უსაფრთხოება. თურქული სამყაროს ერთობლივი ქმედებები ხელს შეუწყობს ჯერ ცეცხლის შეწყვეტას და შემდეგ მშვიდობას“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →