—

ილია დარჩიაშვილი - გერმანიის პრიზმიდან დანახული გაფართოების პოლიტიკაში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს

50
ილია დარჩიაშვილი - გერმანიის პრიზმიდან დანახული გაფართოების პოლიტიკაში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს
მოსასმენად დააჭირეთ

გერმანიის პრიზმიდან დანახული გაფართოების პოლიტიკაში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს,-ამის შესახებ საგარეოსაქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმაბერლინში, ევროკავშირის გაფართოების საკითხზე კონფერენციაში…

გერმანიის პრიზმიდან დანახული გაფართოების პოლიტიკაში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს,-ამის შესახებ საგარეოსაქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმაბერლინში, ევროკავშირის გაფართოების საკითხზე კონფერენციაში მონაწილეობის შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გერმანია იქცა ერთ-ერთ მთავარ ქვეყნად, რომელიც ძალიან აქტიურად საუბრობს საქართველოს ევროპულ მომავალსა და პერსპექტივაზე. „ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ბერლინში. ჩემი მონაწილეობა ამ კონფერენციაში და ერთ-ერთი მრგვალი მაგიდის ფორმატში მთავარ მომხსენებლად ყოფნაც ადასტურებს იმას, რომ გერმანიის პრიზმიდან დანახული გაფართოების პოლიტიკაში საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი. ეს თავადაც მოისმინეთ მის გახსნით სიტყვაში, როდესაც ღიად საუბრობდა გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობაზე, აუცილებლობაზე. ჩვენ გვახარებს, რომ გერმანია იქცა ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერ ქვეყნად, ეს კიდევ უფრო მეტად გვავსებს ოპტიმიზმით, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ევროპულ მომავალს“,- აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან ფაზაშია და ელოდება ევროკომისიის დასკვნას.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ფაზაში შევდივართ. მომავალი კვირისთვის უკვე ველოდებით ევროკომისიის დასკვნას, რომელიც იქნება ბილეთი დეკემბერში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების“,- განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ქვეყანას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს ის ძალისხმევა და კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით.

„იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ განხილვების დროს ჩვენი პარტნიორები საუბრობდნენ, რომ გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ევროკავშირისგან და რა თქმა უნდა დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი და იმედით ველოდებით დასკვნას, რომელსაც სულ მალე ყველა ერთად ვიხილავთ", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →