—

Red Wings საქართველოში სანქტ-პეტერბურგიდანაც იფრენს

24
Red Wings საქართველოში სანქტ-პეტერბურგიდანაც იფრენს
მოსასმენად დააჭირეთ

კიდევ ერთი ქალაქი, საიდანაც რუსული Red Wings Airlines-ი თბილისისა და ქუთაისის მიმართუელბით იფრენს, სანქტ-პეტერბურგია. პულკოვოს აეროპორტიდან ფრენები 18 ნოემბრიდან დაიწყება. ინფორმაციას ავიაკომპანიის პრესსამსახური…

კიდევ ერთი ქალაქი, საიდანაც რუსული Red Wings Airlines-ი თბილისისა და ქუთაისის მიმართუელბით იფრენს, სანქტ-პეტერბურგია. პულკოვოს აეროპორტიდან ფრენები 18 ნოემბრიდან დაიწყება. ინფორმაციას ავიაკომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

„სანქტ-პეტერბურგიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეისი პირველად იხსნება. ასევე, პირველი იქნება 2019 წლის შემდეგ რეისი პულკოვოს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით,“ - აცხადებენ პრესსამსახურში.

18 ნოემბრიდან თბილისის მიმართულებით რეისი კვირაში ერთხელ, შაბათობით შესრულდება. სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტიდან აფრენა მოსკოვის დროით 06:00 საათზე, ხოლო თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში დაფრენა 11:05 საათზე არის ჩანიშნული.

ქუთაისის მიმართულებით ფრენები 2 დეკემბრიდან, ასევე, კვირაში ერთხელ, შაბათობით დაიწყება. პეტერბურგიდან გამგზავრება მოსკოვის დროით 17:00 საათზე, ქუთაისში ჩასვლა კი 22:25 საათზე არის დაგეგმილი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →