—

ქართველებისთვის რუსულ უნივერსიტეტებში სწავლისთვის რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

37
ქართველებისთვის რუსულ უნივერსიტეტებში სწავლისთვის რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ქართველებისთვის რუსულ უნივერსიტეტებში სწავლისთვის რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა. თუ აქამდე განაცხადების მიღების…

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ქართველებისთვის რუსულ უნივერსიტეტებში სწავლისთვის რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა. თუ აქამდე განაცხადების მიღების ბოლო ვადად 1-ლი ნოემბერი სახელდებოდა, ამჯერად ცნობილი ხდება, რომ ქართველებს რეგისტრაციის გავლა 15 დეკემბრამდე შეეძლებათ.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

ცნობისათვის, რუსული მედიის ინფორმაციით, 2024-25 სასწავლო წელს რუსულ უნივერსიტეტებში ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული კვოტით ჩასარიცხად საქართველოდან განაცხადი 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა უკვე წარადგინა. კვოტა კი 200 ადგილს შეადგენს და საქართველოდან აბიტურიენტებს რუსეთის ნებისმიერ უნივერსიტეტს შორის სთავაზობენ არჩევანს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ჩამონათვალში არ შედის ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →