—

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ემსახურება 8 ქვეყანას, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, როგორც კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის

87
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ემსახურება 8 ქვეყანას, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, როგორც კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის
მოსასმენად დააჭირეთ

გასული ათწლეულის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ საქართველო გამხდარიყო მსოფლიოში საუკეთესო ადგილი ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთია. მსოფლიო ბანკის…

გასული ათწლეულის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ საქართველო გამხდარიყო მსოფლიოში საუკეთესო ადგილი ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო მე-3 ადგილზეა ყველაზე ნაკლები საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყნებს შორის, სადაც საერთო განაკვეთი 9,9 პროცენტია, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მსოფლიოს ბანკის უახლეს ბიზნესის კეთების სიმარტივის ანგარიშში, საქართველო მე-7 ადგილზეა გლობალურ დონეზე ბიზნესის კეთების მხრივ. საქართველო ასევე ბევრ ღირებულ შეთავაზებას სთავაზობს ინვესტორებს. მაგალითად მოგების მოდელი, კომპანიები არიან გათავისუფლებული კორპორაციული გადასახადისგან. 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არსებობს, სადაც შეიძლება პროდუქციის წარმოება, რომელიც გათავისუფლებულია გადასახადებისგან. ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოს, რომ მიმზიდველი ადგილი გახდეს ბიზნესის კეთებისთვის. დღეს საქართველო ემსახურება 8 ქვეყანას, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, როგორც კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის. ევროპულ ბიზნესს საქართველო სთავაზობს შესასვლელ გზას არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში , არამედ სთავაზობს გასასვლელ ცენტრალურ აზიასა და ჩინეთში. ჩვენ ვთავაზობთ კონკურენტულ გარემოს საერთაშორისო კომპანიებს, რაც მათ ხარჯებს შეამცირებს“, - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

İmedi

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →