—

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას უმასპინძლა

22
ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას უმასპინძლა
მოსასმენად დააჭირეთ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაცია ესტუმრა. ამის შესახებ…

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაცია ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ქ. ბოლნისის N1 საჯარო სკოლა მოინახულეს, ბოლნისის მუზეუმი დაათვალიერეს, ქართულ-გერმანული ღვინის სახლში ბოლნისელი მეღვინეების მიერ წარმოებული ღვინო დააგემოვნეს და ქვემო ბოლნისში მცხოვრები აზერბაიჯანული ხალიჩების მქსოველის ნამუშევრებს გაეცნენ.

„ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ბოლნისის მუზეუმში შეხვედრა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილე ლია გიგაურთან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან კენან ომაროვთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძესთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლონგინოზ გასანოვთან ერთად გამართეს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციის ვიზიტის მიზანს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მიმართ არსებული ვითარების ადგილზე გაცნობა წარმოადგენდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →