—

წელს საქართველომ რეკორდული რაოდენობის ავტომობილი შეიძინა

69
წელს საქართველომ რეკორდული რაოდენობის ავტომობილი შეიძინა
მოსასმენად დააჭირეთ

2023 წლის 9 თვეში საქართველომ 149 685 ერთეული მსუბუქი ავტომობილი შეიძინა, ჯამში 2.2 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების, რაც აბსოლუტური მაქსიმუმია. რეკორდულ მაჩვენებლამდე, ყველაზე მეტი ავტომობილი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში…

2023 წლის 9 თვეში საქართველომ 149 685 ერთეული მსუბუქი ავტომობილი შეიძინა, ჯამში 2.2 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების, რაც აბსოლუტური მაქსიმუმია. რეკორდულ მაჩვენებლამდე, ყველაზე მეტი ავტომობილი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში შემოვიდა - 117 315 ერთეული, 1.1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების.

გთავაზობთ ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც წელს საქართველომ ყველაზე მეტი ავტომობილი იყიდა:

აშშ - 106 160 ერთეული (1.3 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების)

იაპონია - 16 235 ერთეული (390.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების)

გერმანია - 9 502 ერთეული (230.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების)

პოლონეთი 2 566 ერთეული - (11.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების)

კორეის რესპუბლიკა - 2 470 ერთეული (34.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების)

თურქეთი - 2 059 ერთეული (75.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების)

ნიდერლანდები - 1 454 ერთეული (7.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების)

ბელგია - 1 263 ერთეული (17.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების)

ჩინეთი - 1 185 ერთეული (14.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების)

კანადა - 1 118 ერთეული (22.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების)

ინფორმაციისთვის, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტიც რეკორდულ მაჩვენებელზეა. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 1.566 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების 79 316 ერთეული ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 58 153-ის, 592.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →