—

ილია დარჩიაშვილი - პრემიერმა დეტალურად გააცნო ევროკომისარს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შესახებ, რომლებიც 12 პრიორიტეტის შესასრულებლად გავწიეთ

23
ილია დარჩიაშვილი - პრემიერმა დეტალურად გააცნო ევროკომისარს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შესახებ, რომლებიც 12 პრიორიტეტის შესასრულებლად გავწიეთ
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ვარჰეის, რომელთანაც შედგა ძალიან სიღრმისეული განხილვა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ვარჰეის, რომელთანაც შედგა ძალიან სიღრმისეული განხილვა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმაგანაცხადა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა დეტალურად გააცნო ბატონ ევროკომისარს ჩვენი ქვეყნის მხრიდან, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შესახებ, იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც ქვეყანამ გასწია ბოლო პერიოდის განმავლობაში იმისთვის, რომ შესრულებული იყოს 12 პრიორიტეტი.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ძალისხმევა იქნება სათანადოდ შეფასებული და წარმოდგენილი ანგარიშში, რომელსაც ჩვენ ველოდებით ევროკომისიის მხრიდან და რომელიც იქნება ძალიან ძლიერი იმპულსი იმისთვის, რომ უკვე ევროპულმა საბჭომ წლის ბოლოსთვის მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, რომელიც ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია და რომელსაც დიდი ინტერესით ელოდება ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ჩვენი ხელისუფლება“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა, რომლის კომენტარსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →