—

მიმდინარე წელს საქართველოს რუსეთიდან 1 149 053 მოგზაური ეწვია

63
მიმდინარე წელს საქართველოს რუსეთიდან 1 149 053 მოგზაური ეწვია
მოსასმენად დააჭირეთ

2023 წლის სამ კვარტალში საქართველოში 5 566 980 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 76.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 43%-ია,- ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული…

2023 წლის სამ კვარტალში საქართველოში 5 566 980 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 76.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 43%-ია,- ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის იანვარი-სექტემბრის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.

სააანგარიშო პერიოდში საქართველოს ყველაზე მეტი მოგზაური - 1 149 053, ისევ რუსეთიდან ეწვია. ეს მაჩვენებელი გასული წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს 47.3%-ით აღემატება, ხოლო პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.7%-ით ჩამორჩება.

კერძოდ, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოს - 780 339, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში - 1 205 974 მოგზაური ეწვია.

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების მიხედვით, 2023 წლის მონაცემებით, ტოპ-3 ქვეყანას შორის, რუსეთის გარდა, ხვდებიან თურქეთი და სომხეთი

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →