—

დღეს გახდება ცნობილი გაიზრდება თუ არა სამომხმარებლო სესხების ვადიანობა

45
დღეს გახდება ცნობილი გაიზრდება თუ არა სამომხმარებლო სესხების ვადიანობა
მოსასმენად დააჭირეთ

დღეს, 18 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საზოგადოებას ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი…

დღეს, 18 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საზოგადოებას ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, კითხვები დაუსვან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს.

“პირდაპირი ეთერი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქზე - 12:00 საათზე დაიწყება. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი იკრიბება კვარტალში ერთხელ და იღებს გადაწყვეტილებას მაკროპრუდენციული პოლიტიკის შესახებ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შესაბამისად, დღესვე გახდება ცნობილი გაზრდის თუ არა ეროვნული ბანკი სამომხმარებლო სესხების ვადიანობას. შეგახსენებთ, რომ ნათია თურნავა 2 დღის წინ შეხვდა საბანკო სექტორის წარმომდგენლებს, სადაც განიხილეს მათ შორის სესხების ვადიანობის საკითხიც. ცნობისთვის, 2022 წლის აგვისტოში არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა, რაც 4 წლით იყო განსაზღვრული, 3 წლამდე შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი 27 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა მაშინ სხდომა რამდენიმე კვირით გადაიდო.

Bpn

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →