—

რუსი დიპლომატი სტამბულში, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს

28
რუსი დიპლომატი სტამბულში, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს
მოსასმენად დააჭირეთ

რუსი დიპლომატი ნიკოლაი კობრინეტსი სტამბულში გარდაცვლილი იპოვეს. მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი, 61 წლის კობრინეტსი თურქეთში ელჩების შეხვედრისთვის…

რუსი დიპლომატი ნიკოლაი კობრინეტსი სტამბულში გარდაცვლილი იპოვეს. მედიის ინფორმაციით,  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი, 61 წლის კობრინეტსი თურქეთში ელჩების შეხვედრისთვის გაემგზავრა, მაგრამ კოლეგების თქმით, შეხვედრაზე არ გამოცხადდა. მასთან ტელეფონით დაკავშირებაც ვერ მოხერხდა, მოგვიანებით კი რუსი დიპლომატის ცხედარი ტაქსიმის რაიონში, სასტუმროს ნომერში, თანამშრომლებმა იპოვეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა კობრინეტის გარდაცვალება, მაგრამ არ დაასახელა მიზეზი. რუსული მედია წერს, რომ მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →