—

რუსულ აგრესიასთან უკრაინის წინააღმდეგობის წყალობით, საქართველოს პერსპექტივა გაეხსნება ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად | ზელენსკი

43
რუსულ აგრესიასთან უკრაინის წინააღმდეგობის წყალობით, საქართველოს პერსპექტივა გაეხსნება ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად | ზელენსკი
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინის პრეზიდენტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინის წარმატებული წინააღმდეგობა რუსეთის აგრესიისთვის, საქართველოს პერსპექტივას უხსნის, რომ მომავალში შეძლოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება.

ამის შესახებ მან დისტანციური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა გაერთიანებული საექსპედიციო ძალების წევრი ქვეყნების სამიტზე, რომელიც შვედეთში იმართება.

ზელენსკიმ ისაუბრა მეგობარ ქვეყნებს შორის რეგიონული თანამშრომლობის ფორმატების მნიშვნელობაზე და დეტალურად განმარტა, თუ როგორ ავითარებს უკრაინა თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონის მეზობლებთან - რუმინეთთან, მოლდოვასთან, ბულგარეთთან და თურქეთთან.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროპის კონტინენტის სტაბილურობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია სტაბილურობაზე შავი ზღვის რეგიონში და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპაში.„უსაფრთხოების ახალი პერსპექტივები გაჩნდება სამხრეთ კავკასიის მეზობელ შავი ზღვის რეგიონში ცვლილებების წყალობით. ეს პოტენციალს შემატებს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას აქ, ევროპის ჩვენს ნაწილში. განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსული აგრესიისგან ჩვენი დაცვის წყალობით, საქართველოს ახალი პერსპექტივები გაეხსნება ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →