—

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის მიერ ინიცირებულ არც ერთ საგარეო პოლიტიკურ რეზოლუციას მხარს არ დავუჭერთ

46
ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის მიერ ინიცირებულ არც ერთ საგარეო პოლიტიკურ რეზოლუციას მხარს არ დავუჭერთ
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენი პოზიცია ძალაში რჩება, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ რადიკალური ოპოზიციის მიერ ინიცირებულ არც ერთ საგარეო პოლიტიკურ რეზოლუციას, რადგან მათ აქვთ განსხვავებული მიზნები, რაც ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს პირდაპირ…

ჩვენი პოზიცია ძალაში რჩება, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ რადიკალური ოპოზიციის მიერ ინიცირებულ არც ერთ საგარეო პოლიტიკურ რეზოლუციას, რადგან მათ აქვთ განსხვავებული მიზნები, რაც ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს პირდაპირ უპირისპირდება, - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურის და მიხეილ დაუშვილის მოთხოვნას ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილებაზე რეზოლუციის მიღების შესახებ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მსგავს საკითხებზე მთავრობამ თავისი პოზიცია ოფიციალურად გამოხატა.

„ეს არც წარსულში გაგვიკეთებია და არც მომავალში დავუჭერთ მხარს. მნიშვნელობა არ აქვს, მასში რა წერია. მათ არც ერთ საგარეო ინიციატივას მხარს არ დავუჭერთ. მთავრობამ თავისი პოზიცია უკვე ოფიციალურად გამოხატა. ოპოზიცია რასაც ცდილობს, ამაზე მეტია? 11 წელია, ამ ქვეყანაში მშვიდობას ვინარჩუნებთ. ერთადერთი ხელისუფლება ვართ, ვის პირობებშიც რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა. ეს არის ჩვენი პოლიტიკის შედეგები, ამიტომ გვაცადეთ. ბორდერიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მემკვიდრეობაა - გვაცადეთ, სამშვიდობო და პრაგმატული პოლიტიკის შენარჩუნება, ამ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

İmedi

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →