—

თბილისში მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა | მოქალაქეები ოფისში მესამე პრეზიდენტისთვის წერილების დატოვებას შეძლებენ

115
თბილისში მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა | მოქალაქეები ოფისში მესამე პრეზიდენტისთვის წერილების დატოვებას შეძლებენ
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისში მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. ოფისში მოქალაქეები მესამე პრეზიდენტისთვის წერილებისა და საკუთარი მოსაზრებების დატოვებას შეძლებენ.

საზოგადეობრივ მისაღებს სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს. მან ცენტრის გახსნაზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და მესამე პრეზიდენტის სათქმელი გააცნო. 

''ბატონი პრეზიდენტისგან ყოველკვირეულად უამრავი წერილი მომდის, მიშას აინტერესებს რას ფიქრობს ხალხი, რა არის მათი მთავარი პრობლემა, კონკრეტულ რაიონში, კონკრეტულ ქუჩაზე. უპასუხებს უამრავ ადამიანს, უნდა რომ მაქსიმალურად მოისმინოს ხალხის აზრი. ვის ეკუთვნის ეს სივრცე? როგორც მიშა ხშირად აღნიშნავს, დღეს დაყოფის დრო არ არის. სივრცე ღიაა ყოველი თქვენგანისთვის. მიშას მხარდამჭერებისთვის, მისი თავისუფლების მსურველებისთვის. ყველასთვის, ვისაც ადარდებს ქვეყნის ბედი.ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შევეგუეთ მის პატიმრობას! შევეგუეთ იმას რომ მიშა, პუტინის პირადი პატიმარია საქართველოში! არავინ მოგატყუოთ! ასიათასობით მხარდამჭერი, მესამე პრეზიდენტის პატიმრობას არ შეეგუება! სწორედ ამ სივრციდან გაიგებთ, რა ნაბიჯებს დგამს თითოეული ჩვენგანი მიშას თავისუფლებისთვის, რა შეხვედრები და მოლაპარაკებები იმართება საერთაშორისო თუ ადგილობრივი მასშტაბით. სწორედ აქედან შეიტყობს თითოეული თქვენგანი მიშას მოსაზრებას და დამოკიდებულებას ქვეყანაში მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით.და ბოლოს! ყველამ კარგად ვიცით სად არის მიშა - რთული დასაჯერებელი იყო ყველა ჩვენგანისთვის, რომ დატოვებდა იმ უდიდეს კომფორტს და პატივისცემას რაც უკრაინაში მას ჰქონდა და ჩამოვიდოდა, მაგრამ გადადგა მძიმე და ძალიან რთული ნაბიჯი, დღესაც ახერხებს ქართულ ოცნებას შეუცვალოს დღის წესრიგი, იყოს ოლიგარქთან ბრძოლის წინა ხაზზე. მაგრამ სად ვართ ჩვენ?! დღეს არათუ მიშა ,არამედ თითოეული ჩვენგანი ვართ ოლიგარქის ტყვეობაში. წლების შემდეგ,როდესაც ჩემი შვილები შემეკითხებიან სად ვიყავი ამ ბრძოლის დროს , მე ამაყად ვიტყვი, ვიბრძოდი საქართველოს თავისუფლებისათვის! ვიდექი ისტორიის ნათელ მხარეს და ვქმნიდი ჩემს მეგობრებთან ერთად ამ ქვეყნის მომავალს.“ - თქვა სოფო ჯაფარიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →