—

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება განათლების სფეროში

35
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება განათლების სფეროში
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება განათლების სფეროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დაახლოებით მილიარდი ლარი ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოიყო.

„ჩვენი მთავარი ამოცანა, განათლების რეფორმის, არის ხარისხიანი განათლება და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა საფეხურზე, ყველა დონეზე. იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება განათლების სფეროში. მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩვენ დაახლოებით მილიარდი ლარი გამოვყავით ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტისთვის. ასევე, ჩვენ მილიარდი ლარი გამოვყავით საშუალო სკოლების განვითარებისთვის, რეაბილიტაციისა და მშენებლობისთვის. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. დაახლოებით 400 სკოლის კონტრაქტია გაფორმებული და მშენებლობა არის დაწყებული. ასეთივე მდგომარეობაა ბაგა-ბაღების მშენებლობის ნაწილშიც“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

İmedi

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →