—

რა ღირს ფრენა თელავივიდან თბილისამდე

21
რა ღირს ფრენა თელავივიდან თბილისამდე
მოსასმენად დააჭირეთ

მას შემდეგ, რაც ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრა, ავიაკომპანიების ნაწილმა ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

მას შემდეგ, რაც ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრა, ავიაკომპანიების ნაწილმა ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

„ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა ღირს იმ ავიაკომპანიების ბორტზე მოხვედრა, რომლებიც ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს ისევ ასრულებენ.

„ჯორჯიან ეარლაინსი" თელავივიდან თბილისში და უკან, ფრენებს ყოველდღიურად ასრულებს. ეკონომ კლასის ფასი 10 ოქტომბერს 1009 ლარია.11 ოქტომბრის რეისზე კი, მხოლოდ ბიზნეს კლასის 5 ბილეთია დარჩენილი და ღირებულება 2 097 ლარს შეადგენს. მათივე ოფიციალური გვერდის მიხედვით, არასაომარ ვითარებაში, თელავივიდან თბილისამდე ბიზნეს კლასის ღირებულება 1 662 ლარს არ აღემატება, ხოლო მთელი ოქტომბერ-ნოემბრის მონაკვეთში ეკონომის მაქსიმალური ღირებულება 790 ლარია.

Israel Airlines-ის შემთხვევაში, უახლოესი რეისი, სადაც ბილეთის ყიდვა შეიძლება, 11 ოქტომბერია და ფასი 743 ლარია. 12 ოქტომბრის ფასი კი, ეკონომ-კლასის შეძენის შემთხვევაში, 593 ლარიდან იწყება.

რაც შეეხება ქუთაისს, ოქტომბრის განმავლობაში, იქ ისრაელიდან პირდაპირი ფრენა არ იძებნება.

უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ავიაკომპანიამ ბილეთის ფასი გაზარდა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →