—

ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, აღვნიშნო ლეგენდარული პიროვნების, ჰეიდარ ალიევის ღვაწლი ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში

22
ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, აღვნიშნო ლეგენდარული პიროვნების, ჰეიდარ ალიევის ღვაწლი ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში
მოსასმენად დააჭირეთ

მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო ბატონი ილჰამ ალიევის მამის, ლეგენდარული პიროვნების, ჰეიდარ ალიევის ღვაწლი ზოგადად ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა…

მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო ბატონი ილჰამ ალიევის მამის, ლეგენდარული პიროვნების, ჰეიდარ ალიევის ღვაწლი ზოგადად ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანელ ხალხს ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილე მიულოცა.

„ასევე, კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო ბატონი ილჰამ ალიევის მამის, ლეგენდარული პიროვნების, ჰეიდარ ალიევის ღვაწლი ზოგადად ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში. მისი როლი არის უაღრესად დიდი ამ ურთიერთობების განმტკიცების საქმეში, მან ძალიან დიდი საძირკველი ჩაუყარა. ჩვენ ახლახან ერთად დავათვალიერეთ გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილეს და კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ბატონ ილჰამ ალიევს და მთელს აზერბაიჯანს მამათქვენის 100 წლის იუბილე. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა, მოგესალმოთ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, გისურვოთ მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა“, – განაცხადა პრემიერმა.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →