—

რუსეთმა დააზარალა მოლდოვა, ეცადა გაეტეხა და დაეყო საქართველო, ახრჩობს ბელარუსს - ზელენსკი

21
რუსეთმა დააზარალა მოლდოვა, ეცადა გაეტეხა და დაეყო საქართველო, ახრჩობს ბელარუსს - ზელენსკი
მოსასმენად დააჭირეთ

ომი არის რუსეთის ძირითადი ინსტრუმენტი, სხვების დასამონებლად ან მათზე მანიპულაციისთვის - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელი ლიდერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. მან ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან, მეზობელი ქვეყნების მიმართ…

ომი არის რუსეთის ძირითადი ინსტრუმენტი, სხვების დასამონებლად ან მათზე მანიპულაციისთვის - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელი ლიდერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. მან ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან, მეზობელი ქვეყნების მიმართ აგრესიაზე ისაუბრა:

"მოსკოვმა ნათლად აჩვენა თავისი ამბიცია, დაიპყროს მეტი იმპერიული სივრცე, იმისთვის, რომ ევროპა არ იყოს თავისუფალი ერებისა და დემოკრატიების ადგილი, იმისთვის, რომ დაარღვიოს ევროპის ერთიანობა. ამისთვის ომი არის რუსეთის ძირითადი ინსტრუმენტი, ინსტრუმენტი სხვების დასამონებლად ან მათზე მანიპულაციისთვის. რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა მეზობელ ქვეყნებზე კონტროლის შენარჩუნებას, ომების დაწყებით და კონფლიქტის გაყინვით. რუსეთმა დააზარალა მოლდოვა, ეცადა გაეტეხა და დაეყო საქართველო, ახრჩობს ბელარუსს, დაახრჩო და ცდილობს უკრაინის სხეულიდან ტერიტორიების მისაკუთრებას." თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთში მიმდინარე სამიტზე, 2028 წლისთვის, რუსეთიდან მომდინარე ახალ საფრთხეებზე საუბრისას

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →