—

ჩვენი მთავარი გზავნილი გრანადაში იქნება შემდეგი - საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს - ირაკლი ღარიბაშვილი

37
ჩვენი მთავარი გზავნილი გრანადაში იქნება შემდეგი - საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს - ირაკლი ღარიბაშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენი მთავარი გზავნილი გრანადაში, რა თქმა უნდა, იქნება შემდეგი - საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მესამე სამიტის გახსნამდე…

ჩვენი მთავარი გზავნილი გრანადაში, რა თქმა უნდა, იქნება შემდეგი - საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მესამე სამიტის გახსნამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განმარტა რა საკითხებზე ისაუბრებს ქართული დელეგაცია.

„მონაწილეობას მივიღებ მრგვალი მაგიდის ფორმატში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი არის, რომ აღიარება მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ, როგორც ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანამ და ახლა უკვე საჭიროა, გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან და ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი.

რა თქმა უნდა, განხილვის მთავარი თემა ასევე იქნება გეოპოლიტიკური ვითარება, რეგიონში მიმდინარე ურთულესი ვითარება, ომი უკრაინაში და აქედან გამომდინარე, გამოწვევები ჩვენთვის. ამიტომ, ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი იქნება ჩვენი მონაწილეობა ამ კონფერენციაში“, - განაცხდა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ესპანეთის ქალაქ გრანადაში დღეს იხსნება.

Primetime 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →