—

არჩილ თალაკვაძე: მელია ლევან ხაბეიშვილის თავის ტკივილად რჩება და ლევან ხაბეიშვილი - ნიკა მელიას გულისტკივილად.

49
არჩილ თალაკვაძე: მელია ლევან ხაბეიშვილის თავის ტკივილად რჩება და ლევან ხაბეიშვილი - ნიკა მელიას გულისტკივილად.
მოსასმენად დააჭირეთ

მელია ლევან ხაბეიშვილის თავის ტკივილად რჩება და ლევან ხაბეიშვილი - ნიკა მელიას გულისტკივილად. ეს პარტია დაშლილია, შიგნით მემკვიდრეობის, ძალაუფლების, უკანონო ფულისა და მედიის გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს, - ამის…

მელია ლევან ხაბეიშვილის თავის ტკივილად რჩება და ლევან ხაბეიშვილი - ნიკა მელიას გულისტკივილად. ეს პარტია დაშლილია, შიგნით მემკვიდრეობის, ძალაუფლების, უკანონო ფულისა და მედიის გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მომავლის ლიდერი არ ჰყავს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს სამომავლო გეგმა, რის გამოც არჩევნებში მონაწილეობის ეშინია. ვხედავთ, რომ შუალედურ არჩევნებში ერთი კანდიდატიც ვერ დააყენეს. როცა პრეტენზია მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე გაქვს და არჩევნებში ერთ კანდიდატს ვერ აყენებ, ეს უკვე არის პოლიტიკური დიაგნოზი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელია სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარტიის ახალმა მენეჯმენტმა „მოსვლიდან ხუთ დღეში დაივიწყა თავისი დაპირება, დაპირება, რომელზეც ბევრი ემოციური, ერთგული მხარდამჭერი წამოაგო, უთხრა, რომ მიშას თავისუფლება რეჟიმის შეცვლის გარეშეა შესაძლებელი. გავიდა ცხრა თვე და არ გვინახავს ერთი გადაკეტილი ქუჩა, არ გვინახავს ერთი მასშტაბური აქცია. ბოლო უმასშტაბო აქცია კი „ვივამედთან“ სამი თვის წინ ვიხილეთ“.

İmedi

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →