—

სოფელ ყარაჯალარის მოსახლეობა საკარანტინო შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციას მართავს [ვიდეო]

82
სოფელ ყარაჯალარის მოსახლეობა საკარანტინო შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციას მართავს [ვიდეო]
მოსასმენად დააჭირეთ

სოფელ ყარაჯალარის მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები საკონტროლო გამშვებ პუნქტთან შეიკრიბნენ და სოფლის გახსნას ითხოვენ. ადგილზე იმყოფება მხარის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს…

სოფელ ყარაჯალარის მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები საკონტროლო გამშვებ პუნქტთან შეიკრიბნენ და სოფლის გახსნას ითხოვენ. ადგილზე იმყოფება მხარის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფლის ჩაკეტვა მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ცუდად აისახა, სამსახურებში ვერ დადიან, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს კი, დისტრიბუტორები დაბალ ფასად იბარებენ.

როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, დღევანდელ აქციაზე მოსახლეობას არანაირი რეკომენდაცია არ ჰქონდა გათვალისწინებული, რაც ვირუსის გავრცელების კუთხით საშიშია.

„ვცდილობთ, ავუხსნათ ხალხს, რომ ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, აუცილებელია პრევენციისთვის. გასვლას და სოფლის გახსნას ითხოვენ, რაც არ არის რეკომენდებული. ეპიდემიოლოგების ჯგუფი, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები მზად არიან, რომ ჩატარდეს დროული მასობრივი ტესტირება. რთულია, არ არის ადვილი, მართო ეს სიტუაცია, აქ არის რეგისტრირებული 5 ათასი ადამიანი, დიდი დასახლებაა“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საკარანტინო შეზღუდვები 24 ივლისს ამოქმედდა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →