—

ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, დუბრავკა შუიცას შეხვდა

25
ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, დუბრავკა შუიცას შეხვდა
მოსასმენად დააჭირეთ

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკომისარს დემოგრაფიისა და დემოკრატიის საკითხებში, დუბრავკა შუიცას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობას. მინისტრმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული შედეგი. ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპელი პარტნიორების მხრიდან მიღებული იქნება კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება და საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

მხარეებმა ისაუბრეს რეფორმების გატარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხზე. მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით.

3-4 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისრებთან შეხვედრებს მართავს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →