—

მიხეილ სააკაშვილი - რაღაც ძალამ ჩამომიყვანა საქართველოში, ამავე ძალამ გადამარჩინა 50-დღიანი შიმშილობის დროს, ეს მარწმუნებს, რომ ჩემს აქ ყოფნას აქვს თავისი დატვირთვა და მიზანი ბოლომდეა მისაყვანი

23
მიხეილ სააკაშვილი - რაღაც ძალამ ჩამომიყვანა საქართველოში, ამავე ძალამ გადამარჩინა 50-დღიანი შიმშილობის დროს, ეს მარწმუნებს, რომ ჩემს აქ ყოფნას აქვს თავისი დატვირთვა და მიზანი ბოლომდეა მისაყვანი
მოსასმენად დააჭირეთ

უნიკალური შესაძლებლობები იხსნება ჩვენ წინაშე, რომლის ხელიდან გაშვებას მომავალი თაობები არ გვაპატიებენ. მე ვერ შევძელი უკრაინაში დიდი ომის თარიღების ზუსტი პროგნოზირება, მაგრამ რაღაც ძალამ ჩამომიყვანა საქართველოში, ამავე…

უნიკალური შესაძლებლობები იხსნება ჩვენ წინაშე, რომლის ხელიდან გაშვებას მომავალი თაობები არ გვაპატიებენ. მე ვერ შევძელი უკრაინაში დიდი ომის თარიღების ზუსტი პროგნოზირება, მაგრამ რაღაც ძალამ ჩამომიყვანა საქართველოში, ამავე ძალამ გადამარჩინა 50-დღიანი შიმშილობის, განსაკუთრებით კი მოწამვლის დროს, ეს მარწმუნებს, რომ ჩემს საქართველოში ყოფნას აქვს თავისი დატვირთვა და მიზანი ბოლომდეა მისაყვანი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „ეს მისია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა და ევროპაში სრული ეროვნული სხეულით შესვლაა“.

„ჩვენ გარშემო მიმდინარეობს ბოროტებისა და სიკეთის დაპირისპირება. აზერბაიჯანმა დააკავა რუბენ ვარდანიანი – რუსი მილიარდერი, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ასევე ე.წ. არცახის საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ბაბაიანი, რომელიც აქტიურად ავითარებდა ყარაბაღის ურთიერთობებს ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან. დღეს ზემოხსენებულმა ოკუპირებულმა ტერიტორიებმა დაკარგეს პარტნიორები, ვინაიდან ე.წ. არცახმა თვითლიკვიდაცია გამოაცხადა.

ამასობაში, უკრაინელებმა ჯერ მოკლეს 58-ე არმიის მეთაური, გენერალი (ეს ის 58-ე არმიაა, რომელიც 2008-ში შემოიჭრა ჩვენთან) და ამასწინათ მძიმედ დაჭრეს მისი მეორე მეთაური, ასევე დონბასში გაანადგურეს სამხრეთ ოსური ბატალიონი და ათეულობით აფხაზი. მოკლედ, ყველა ჩვენს საქმეს აკეთებს, ჩვენ გარდა. სულ ტყუილად გვგონია, რომ ასე უბილეთოდ გავაგრძელებთ მოგზაურობას დაძრულ გეოპოლიტიკურ მატარებელში და რომელიმე მკვეთრ მოსახვევზე ამ მატარებლიდან არ გადმოვვარდებით.

უნიკალური შესაძლებლობები იხსნება ჩვენ წინაშე და ამ შესაძლებლობების ხელიდან გაშვებას მომავალი თაობები არ გვაპატიებენ. მე ვერ შევძელი უკრაინაში დიდი ომის თარიღების ზუსტი პროგნოზირება, მაგრამ რაღაც ძალამ ჩამომიყვანა საქართველოში, ამავე ძალამ გადამარჩინა 50-დღიანი შიმშილობის და განსაკუთრებით კი მოწამვლის დროს. ეს მარწმუნებს, რომ ამ ურთულეს დროს ჩემს საქართველოში ყოფნას აქვს თავისი კონკრეტული დატვირთვა და ეს მიზანი ბოლომდეა მისაყვანი. ეს მისია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა და ევროპაში სრული ეროვნული სხეულით შესვლაა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →