—

ირაკლი კობახიძე - ევროპული მომავლის საბოტაჟს ახორციელებს სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად

31
ირაკლი კობახიძე - ევროპული მომავლის საბოტაჟს ახორციელებს სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად
მოსასმენად დააჭირეთ

ევროპული მომავლის საბოტაჟს ახორციელებს სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას, რომ…

ევროპული მომავლის საბოტაჟს ახორციელებს სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას, რომ „ოპონენტების განცხადებით, იმპიჩმენტის საკითხი კანდიდატის სტატუსის ჩასაგდებად წამოიწყეთ და აზიანებს ევროინტეგრაციას, პასუხისმგებლობას თუ იღებთ დაზიანებაზე“.

კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, რომ მხოლოდ ფორმალურად სრულდება ევროკავშირის მოთხოვნები.

„სწორედ ამას ჰქვია სინამდვილეში საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი, რასაც ახორციელებს სალომე ზურაბიშვილი და მისი დღის წესრიგი, რაც პირდაპირ თანხვედრაშია რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგთან. მათ შორის, მისი მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევაც არის ამ საბოტაჟის მორიგი გამოხატულება. სწორედ იმიტომ არღვევს უხეშად კონსტიტუციას, რომ კიდევ უფრო მეტი წარმატებით განახორციელოს ევროპული მომავლის საბოტაჟი, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდით.

ევროპული მომავალი ნიშნავს სწორედ იმას, რომ სახელმწიფო უნდა ფუნქციონირებდეს, პირველ რიგში, კონსტიტუციურ ჩარჩოებში და სახელმწიფოს მეთაურად წოდებული თანამდებობის პირი არ შეიძლება, არღვევდეს ქვეყნის ძირითად კანონს. სწორედ კონსტიტუციის დარღვევა არის ევროპული მომავლის საბოტაჟი და საუბარი იმაზე, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, არის სწორედ ევროპული მომავლის საბოტაჟი“, – აღნიშნა კობახიძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →