—

ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკამ თვითლიკვიდაციის შესახებ გამოაცხადა

56
ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკამ თვითლიკვიდაციის შესახებ გამოაცხადა
მოსასმენად დააჭირეთ

სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, მთიანი ყარაბაღი 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობს შეწყვეტს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ყარაბაღის საინფორმაციო შტაბი იუწყება.

„ყარაბაღის ხალხის ფიზიკური უსაფრთხოებისა და სასიცოცხლო ინტერესების უზრუნველყოფის პრიორიტეტიდან გამომდინარე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით იმასთან დაკავშირებით, რომ მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებლებმა, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებმაც იარაღი დაყარეს, შეძლონ ლაჩინის დერეფნის გავლით თავისუფალი, ნებაყოფლობითი და შეუფერხებელი გადაადგილება და მთიანი ყარაბაღის კონსტიტუციის 93-ე მუხლით ხელმძღვანელობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება: 2024 წლის 1 იანვრამდე დათხოვნილ იქნას უწყებრივ დაქვემდებარებაში მყოფი ყველა სახელმწიფო დაწესებულება და ორგანიზაცია და მთიანი ყარაბაღის (არცახის) რესპუბლიკის არსებობა შეწყვიტოს", - აღნიშნულია განკარგულებაში.

დოკუმენტის თანახმად, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა, განკარგულების ძალაში შესვლის შემდეგ, მიწვეულია გაეცნოს აზერბაიჯანის მიერ წარდგენილ რეინტეგრაციის პირობებს, მთიან ყარაბაღში დარჩენის (დაბრუნების) შესაძლებლობის შესახებ მომავალში დამოუკიდებელი და ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ყარაბაღის საინფორმაციო შტაბის ცნობით, განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →