—

ილჰამ ალიევი - დარწმუნებული ვარ, რომ ყარაბაღში სომხური მოსახლეობის ინტეგრაცია აზერბაიჯანის საზოგადოებაში წარმატებულად გაგრძელდება

45
ილჰამ ალიევი - დარწმუნებული ვარ, რომ ყარაბაღში სომხური მოსახლეობის ინტეგრაცია აზერბაიჯანის საზოგადოებაში წარმატებულად გაგრძელდება
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის პროცესის წარმატებაში დარწმუნებულია. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერების…

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის პროცესის წარმატებაში დარწმუნებულია. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერების მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ ქალაქ ევლახში გაიმართა ყარაბაღელი სომხების და აზერბაიჯანი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა შეხვედრა. დღეს ხანქენდიში მეორე შეხვედრა იმართება. შედეგების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ მიმიღია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყარაბაღში სომხური მოსახლეობის ინტეგრაცია აზერბაიჯანის საზოგადოებაში წარმატებულად გაგრძელდება“, – განაცხადა ალიევმა.

თავის მხრივ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შედეგად რეგიონში სრულფასოვანი ნორმალიზაციის შესაძლებლობა გაჩნდა.

„ჩვენ ველოდებით, რომ სომხეთი გაწვდილ მშვიდობის ხელს უპასუხებს და გადადგამს გულწრფელ ნაბიჯებს“, – განაცხადა ერდოღანმა.

მოლაპარაკებების დროს თურქეთის პრეზიდენტმა ასევე გაამახვილა ყურადღება იღდირი-ნახიჩევანის გაზსადენის პროექტზე.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →