—

ილჰამ ალიევი - 5 დღის წინ აზერბაიჯანმა სრულად აღადგინა სუვერენიტეტი

80
ილჰამ ალიევი - 5 დღის წინ აზერბაიჯანმა სრულად აღადგინა სუვერენიტეტი
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანმა, ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ განხორციელებისას, სრულად აღადგინა თავისი სუვერენიტეტი. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანში ვიზიტით მყოფ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ…

აზერბაიჯანმა, ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ განხორციელებისას, სრულად აღადგინა თავისი სუვერენიტეტი. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანში ვიზიტით მყოფ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

„თუ სამი წლის წინ, ყარაბაღის მეორე ომის შედეგად, ჩვენ დავასრულეთ ოკუპაცია, მიმდინარე წლის 23 აპრილს ჩვენ სრულად აღვადგინეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სასაზღვრო გამშვები პუნქტის შექმნით ლაჩინის მიმართულებით. ხუთი დღის წინ, ჩვენ სრულად უზრუნველვყავით და აღვადგინეთ ჩვენი სუვერენიტეტი.

„24 საათზე ნაკლებ დროში განხორციელებული ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უკანონოდ მდებარე სომხური არმია დანებდა, დათანხმდა ჩვენს პირობებს და ამით აზერბაიჯანმა სრულად უზრუნველყო თავისი სახელმწიფო სუვერენიტეტი“, - განაცხადა ალიევმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →