—

შესაძლებელია, საწვავის ფასი ახლო მომავალში კიდევ გაიზარდოს

27
შესაძლებელია, საწვავის ფასი ახლო მომავალში კიდევ გაიზარდოს
მოსასმენად დააჭირეთ

შესაძლებელია ახლო მომავალში 10 თეთრამდე კიდევ გაიზარდოს საწვავის ფასი, გამომდინარე რუსეთში არსებული სიტუაციიდან და რა გვიჯდება სხვა წყაროდან საწვავის შემოტანა, თუმცა მსოფლიო სანავთობო ბაზარზე წინასწარმეტყველება…

შესაძლებელია ახლო მომავალში 10 თეთრამდე კიდევ გაიზარდოს საწვავის ფასი, გამომდინარე რუსეთში არსებული სიტუაციიდან და რა გვიჯდება სხვა წყაროდან საწვავის შემოტანა, თუმცა მსოფლიო სანავთობო ბაზარზე წინასწარმეტყველება წარმოუდგენელია, არ არსებობს ეს, მხოლოდ მოლოდინებზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, - ამის შესახებ „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე, ვახტანგ იობაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნებში საწვავი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე რუსეთში.

„მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს საცალო ბაზარზე ფასთა სხვაობას. ეს მიზეზია მომწოდებელი ქვეყანა რუსეთი, რომელსაც თვითონვე შეექმნა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი და აქედან გამომდინარე, ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ჩვენთან გაძვირებულია საცალო ქსელში იმის გამო, რომ ზოგიერთი პარტია ჩავანაცვლეთ და შემოვიტანეთ ევროპის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ფინეთიდან და ბულგარეთიდან და ბუნებრივია, ევროპის ქვეყნებში უფრო ძვირია. ჩვენ რუსეთიდან იმის გამო შემოგვქონდა, რომ უფრო იაფი წყაროა და მოგეხსენებათ, რომ ბიზნესი სადაც იაფს ნახავს იქ შეიძენს პროდუქტს და აქედან გამომდინარე, საწვავის გაძვირების მიზეზი არის ის, რომ რუსეთიდან მოწოდების პრობლემა შეიქმნა. ვერავინ განსაზღვრავს წინ და წინ რა იქნება ხვალ, მე დავიტოვებ მოლოდინს, რომ შესაძლებელია კიდევ მოიმატოს, მაგრამ შეიძლება დაიკლოს, ასეთი არითმიები სანავთობო ბაზარს ყოველთვის თან ახლავს“, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →