—

ზურაბიშვილი პოლიტიკურ თამაშს თამაშობს, ახლა იყო ევროპაში, შეხვედრებზე დაუსვეს ჩემი გათავისუფლების საკითხი, რაზედაც დიდი უარი განაცხადა - სააკაშვილი

38
ზურაბიშვილი პოლიტიკურ თამაშს თამაშობს, ახლა იყო ევროპაში, შეხვედრებზე დაუსვეს ჩემი გათავისუფლების საკითხი, რაზედაც დიდი უარი განაცხადა - სააკაშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

„სალომე ზურაბიშვილი იტყვის კარგ რაღაცებს, გაგვიხარდება, გულს მოვიფხანთ, ახლა იყო ევროპაში, შეხვედრებზე დაუსვეს ჩემი გათავისუფლების საკითხი, რაზედაც დიდი უარი განაცხადა“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ…

„სალომე ზურაბიშვილი იტყვის კარგ რაღაცებს, გაგვიხარდება, გულს მოვიფხანთ, ახლა იყო ევროპაში, შეხვედრებზე დაუსვეს ჩემი გათავისუფლების საკითხი, რაზედაც დიდი უარი განაცხადა“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად ფიზიკური სისუსტისა, მას სულიერად საბრძოლო განწყობა აქვს.

„სალომე ზურაბიშვილი იტყვის კარგ რაღაცებს, გაგვიხარდება, ტაშს დავუკრავთ, გულს მოვიფხანთ. სალომე ზურაბიშვილი ახლა იყო ევროპაში, თითქმის ყველა შეხვედრაზე დაუსვეს მას ჩემი გათავისუფლების საკითხი, რათა სრულფასოვნად მივიღო მონაწილეობა თქვენთან ერთად საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა დიდი უარი. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ თამაშს თამაშობს.

პრეზიდენტი როცა გქვია, შენ გაკისრია კონკრეტული გამბედაობაც, თუნდაც გამბედაობა უკავშირდებოდეს იმას, რომ საშუალება მომეცეს, საქართველოში თავისუფლად გადავადგილდებოდი. ვიყავი საქართველოდან შორს და ვერ ვმონაწილეობდი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩამოვედი იმიტომ, რომ თქვენთან მყოფს მხოლოდ ერთი კედელი, ერთი გისოსი, რამდენიმე კედელი, რა მნიშვნელობა აქვს, თქვენს შორის ვარ. ამიტომ მინდა, იცოდეთ, რომ ჩემი იმედი შეიძლება გქონდეთ. უკრაინის იმედიც უნდა გქონდეთ და რა თქმა უნდა მე ვარ ასევე უკრაინის ნაწილი“, - აცხადებს სააკაშვილი. 

(Pia)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →