—

აზერბაიჯანმა ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა

123
აზერბაიჯანმა ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ყარაბაღში ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყების შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ ოპერაციის მიზანი კონსტიტუციური წყობის აღდგენაა და დარტყმები მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე განხორციელდება. მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურული ობიექტები თავდასხმის სამიზნე არ გახდება.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ დღეს ყარაბაღის ერთ-ერთ სოფელში მინის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 თანამშრომელი გარდაიცვალა. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ ნაღმი სომეხი სამხედროებმა განათავსეს და მომხდარზე საქმე აღძრეს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სომხეთის მიზანი რეგიონში სამხედრო დაძაბულობისა და ტერორიზმის გაძლიერებაა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →