—

თურქეთის პრეზიდენტი რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებს ოთხმხრივი შეხვედრის გამართვას სთავაზობს

50
თურქეთის პრეზიდენტი რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებს ოთხმხრივი შეხვედრის გამართვას სთავაზობს
მოსასმენად დააჭირეთ

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებს ოთხმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა ყარაბაღის საკითხზე.

„დიახ, ჩვენს პრიორიტეტებშია მოლაპარაკებების გამართვა ოთხმხრივ ფორმატში, როგორც ეს ადრე იგეგმებოდა. ასეთი შეთავაზება გადავეცით. ანუ, მე, ვლადიმერ პუტინი [რუსეთის პრეზიდენტი], ილჰამ ალიევი [აზერბაიჯანის პრეზიდენტი] და ნიკოლ ფაშინიანი [სომხეთის პრემიერ-მინისტრი]. მე ვთქვი, მოდით, შევხვდეთ, ერთად განვიხილოთ ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას. მოცემულ მომენტში, არც ნეგატიური და არც პოზიტიური პასუხი არ მიგვიღია“, - განაცხადა ერდოღანმა სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ოთხმხრივი მოლაპარაკების ინიციატივა იმისკენ არის მიმართული, რომ „მოლაპარაკებები გამართონ იმ ქვეყნების ლიდერებმა, რომლებსაც ეს პრობლემა ეხებათ და არა იმ ქვეყნებმა, რომლებიც კავშირში არ არიან“ ყარაბაღის თემასთან.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →