—

აგვისტოში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 45.6%-ით შემცირდა

27
აგვისტოში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 45.6%-ით შემცირდა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 287 მლნ აშშ დოლარი (752.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 14.1%-ით (47.3 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის…

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 287 მლნ აშშ დოლარი (752.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 14.1%-ით (47.3 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამ თვეშიც ყველაზე მეტი, 60.3 მლნ დოლარის გზავნილი რუსეთიდან განხორციელდა, რაც 45.6%-ით შემცირებული მაჩვენებელია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მთლიან გზავნილებში რუსეთის წილი 21%-ია.

მეორე ადგილს 45 მლნ დოლარით იტალია იკავებს (წლიური ზრდა 23%), მესამეზე ამერიკაა 40.2 მლნ დოლარით (ზრდა 37.6%), მეოთხეზე გერმანია 20.4 მლნ დოლარით, (ზრდა 33%), ხოლო მეხუთე ადგილს საბერძნეთი იკავებს 20 მლნ დოლარით (ზრდა 6%)

ამავდროულად, 2023 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.2 მლნ აშშ დოლარი (76.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის აგვისტოს (29.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1%-ით ნაკლებია.

(Bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →