—

რუსულ მიწაზე შესვლის პირველივე წუთიდან ვიგრძენი საბრძოლო სული, ერთად ვიქნებით იმპერიალიზმთან ბრძოლაში - კიმ ჩენ ინი

51
რუსულ მიწაზე შესვლის პირველივე წუთიდან ვიგრძენი საბრძოლო სული, ერთად ვიქნებით იმპერიალიზმთან ბრძოლაში - კიმ ჩენ ინი
მოსასმენად დააჭირეთ

ჩრდილო კორეის დიქტატორმა რუსეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ "რუსული არმია და ხალხი აუცილებლად მიაღწევს დიდ გამარჯვებას წმინდა ბრძოლაში დიდი ბოროტების დასასჯელად".

ჩრდილო კორეის დიქტატორმა რუსეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ "რუსული არმია და ხალხი აუცილებლად მიაღწევს დიდ გამარჯვებას წმინდა ბრძოლაში დიდი ბოროტების დასასჯელად".

მან მხარდაჭერა გამოუცხადა მეორე დიქტატორს - პუტინს და  თქვა, რომ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების განვითარების სურვილი აქვს. კიმ ჩენ ინმა მხარდაჭერა გამოუცხადა პუტინს - „იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყოველთვის ერთად ვიქნებით იმპერიალიზმთან ბრძოლაში“.

მისი თქმით, ახლა ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკისთვის, რუსეთთან ურთიერთობა "უპირველესი პრიორიტეტია".

„რუსულ მიწაზე შესვლის პირველივე წუთიდან ვიგრძენი საბრძოლო სული და გავხდი რუსი ხალხის მნიშვნელოვანი მიღწევების პირდაპირი მოწმე ძლიერი, თანამედროვე რუსეთის აშენების საქმეში, ამხანაგ პუტინის ხელმძღვანელობით." თქვა კიმ ჩენ ინმა.

კიმ ჩენ ინი მატარებლით რუსეთში გუშინ, 12 სექტემბერს ჩავიდა. პუტინს ის დღეს, "ვოსტოჩნის" კოსმოდრომზე შეხვდა.  შეხვედრა თითქმის 5 საათი გაგრძელდა. 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →